პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ დღემდე მტკივნეულია მათთვის, ვისაც გარედან მავნე მიზნები აქვს

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას „გამჭვირვალობის კანონის“ მნიშვნელობასა და მის ირგვლივ არსებულ საერთაშორისო გამოხმაურებებზე ისაუბრა:

გამჭვირვალობის კანონი იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა, სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის, გაყალბებული პარალელური დათვლების, ეკლესიაზე თავდასხმისა და ლგბტ პროპაგანდის უკან. ეს არის კარგი ტესტი - ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს გამჭვირვალობის კანონზე, სწორედ ის ხელისუფლებები არიან, რომლებსაც საქართველოს მიმართ მავნე მიზნები ამოძრავებთ და ამით საკუთარ თავს ამხელენ. სინამდვილეში ყველაფერი გარედან იყო ნაკარნახევი, ისევე როგორც პარალელური დათვლის გაყალბება იყო მაშინ USAID-ის მითითება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.