საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მამუკა მდინარაძის მიერ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასა და ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა:
„ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც ფიქრობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მომწიფდა. შესაფერისი დრო და ამინდი არ არსებობს. მან თავად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება და თავადვე გამორიცხა ყველა ინსინუაცია. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას - ადამიანებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი გზა. პოლიტიკა, რომლითაც ცდილობდნენ ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება მოეხდინათ, არ მუშაობს, ამიტომ უნდა მიიღონ ქართველი ხალხის ნება ისეთი, როგორიც არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.