აქტუალური
საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. 2026 წლის პირველ ექვს თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 129,5 მილიონი ლარი შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემოსავლების ზრდა განაპირობა როგორც ავტომაგისტრალებზე ჭკვიანი ვიდეოკამერებისა და სექციური რადარების ქსელის გაფართოებამ, ისე საპატრულო ეკიპაჟების მიერ კონტროლის გამკაცრებამ.