საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მარიამობის დღესასწაულზე მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ წლევანდელი დღესასწაული პირველია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარეშე.
მეუფე შიომ ხაზი გაუსვა პატრიარქის ღვაწლს, მისი ლოცვისა და სიტყვის მნიშვნელობას და ღვთისმშობელს მისი სულის ცხონება და ქვეყნის გაძლიერება შევედრა.
„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედაღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.