საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა წარმოშობით რუსმა აქტივისტმა დენის კულანინმა მშრალი შიმშილობა შეწყვიტა.
კულანინი, რომელიც 2025 წლის მარტის საპროტესტო აქციებისას პოლიციის ავტომობილის დაზიანების ბრალდებით იყო მსჯავრდებული, გაძევების პროცედურის დასრულებამდე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში რჩება.
ადვოკატის ცნობით, რუსეთში დეპორტაციის თავიდან ასაცილებლად, სადაც მას საფრთხე ემუქრება, დაცვის მხარემ მესამე ქვეყნის ავიაბილეთები შეიძინა, რაზეც გადაწყვეტილება სასამართლომ და მიგრაციის დეპარტამენტმა უნდა მიიღონ.
„დღეს მოსამართლემ განიხილა გაძევების პროცედურის დაწყებამდე დარჩებოდა თუ არა მიგრაციის დეპარტამენტში. 3-თვიანი პერიოდია, წარვადგინეთ ბილეთები მესამე ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ დაგისახელებთ. სანამ ქვეყანას დატოვებს, მიგრაციის დეპარტამენტში იქნება. ამ შემთხვევაში, მიგრაციის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს უკვე პირის აეროპორტში მიყვანა, რომ მან საქართველო დატოვოს, რაც სასამართლოზეც დაადასტურა. შიმშილობდა, თუმცა დღეს ვესაუბრეთ და შეწყვიტა. განაცხადა თანხმობა, რომ თავისი ნებით მესამე ქვეყანაში წავა და საქართველოს დატოვებს“, - განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.