საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ბარაკონის ტაძარში მარიამობის საზეიმო წირვას დაესწრო

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობის წევრებთან და დეპუტატებთან ერთად, რაჭაში, ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.

საზეიმო ღვთისმსახურება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა. პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ მრევლსა და სრულიად საქართველოს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.