პოლიტიკა
საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. 1 სექტემბრიდან საქართველოში ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს აფართოებს და ფიქტიური ქორწინებების პრევენციას ისახავს მიზნად. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და შსს-ს მიენიჭებათ უფლებამოსილება, ჩაატარონ ოჯახური კავშირების დეტალური შემოწმება, მათ შორის მეუღლეთა გამოკითხვა, მეზობლების გამოკითხვა და საცხოვრებელი ადგილის ადგილზე ინსპექტირება.
ფიქტიური ქორწინების გამოვლენის ან ყალბი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, პირს ბინადრობაზე უარი ეთქმება, ხოლო არსებული ნებართვა გაუქმდება.