პოლიტიკა
შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. 30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, რომელიც 1973 წლის 1 იანვრიდან უწყვეტ აღრიცხვას აწარმოებს, დღეის მდგომარეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 017 ადამიანი ითვლება.

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 16 პირი დაიკარგა. დაკარგულთა აბსოლუტურ უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ.