საზოგადოება
მთავრობა ექსპორტისთვის შეღავათებს აწესებს

11exportთბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობა ექსპორტის წასახალისებლად ახალ შეღავათებს აწესებს. მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, ე. წ. სავაჭრო კომპანია შექმნან, რომელიც ახალი ტიპის საწარმო იქნება და მისი საქმიანობა მხოლოდ რეექსპორტის განხორცილებას დაუკავშირდება. ამ მიზნით საწყობების მოწყობის წესი და პირობები მარტივდება: სამწლიანი ნებართვის ნაცვლად, გაიცემა უვადო ნებართვა, საგარანტიო თანხა კი 2 მილიონი ევროდან 200 000 ლარამდე შემცირდება. ასეთი საწყობები აკრედიტაციას გაივლის და დოკუმენტების გაფორმების შემდეგ ექსპორტისთვის საჭირო დახმარებასაც გაუწევენ. სპეციალური სავაჭრო კომპანია მოგების გადასახადისგანაც გათავისუფლდება.

აღნიშნული ცვლილება მიმდინარე კვირას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განიხილება.