აქტუალური
ღუჭაშვილი „დაჩიასგან“ გათავისუფლების ფურცელს ელოდება

1guchashviliთბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ვასილ ღუჭაშვილი მოლდოვურმა „დაჩიამ“ 2009 წელს დაიმატა, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ისევ დედაქალაქის მეორე კლუბ „ზიმბრუში“ სეზონის ბოლომდე იჯარით გაუშვა, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი კლუბში აღარ მიიღო. ქართველისადმი აგრესია იმან განაპირობა, რომ „დაჩია“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის  მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ქართულმა კლუბმა „ზესტაფონმა“ გამოაგდო.

 

„დაჩიასთან“ ქართველს კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს, მაგრამ ფეხბურთელს არც თამაშის უფლებას აძლევენ, არც გათავისუფლების ფურცელს, რომლის სანაცვლოდაც კიშინიოველები ღუჭაშვილს ფულს სთხოვენ.

როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, კლუბსა და მას შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, გათავისუფლების ფურცელსაც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ მოლდოველებმა გუნდიდან ქართველები – დავით გამეზარდაშვილი და ლევან კორღალიძეც გამოუშვეს.