აქტუალური
თბილისი, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „აფსნიპრესის“ ცნობით, ინაუგურაციის მეორე დღეს აფხაზეთის ახალმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა პრემიერ-მინისტრად ლეონიდ ლაკერბაია დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრეტენდენტი სერგეი შამბა შეცვალა.
საპრეზიდენტო არჩევნებში 21პროცენტი ხმების მფლობელმა, ვეტერანმა პოლიტიკოსმა სერგეი შამბამ არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.
რეგიონის მთავრობის სხვა მინისტრებმაც დაწერეს გადადგომის შესახებ განცხადებები, თუმცა თავიანთი მოვალეობების შესრულებას განაგრძობენ ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ კაბინეტის ახალი შემადგენლობის წარდგენამდე.