პუბლიკაციები
ანა წითლიძე: ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ენმ“ გაძარცვა

 საქართველო, 24 აგვისტო, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ნიკა გვარამიას პოსტს ეხმიანება, სადაც გვარამია წერს, რომ 40 მილიონი რომ ჰქონდეს, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნებოდა.

ამას კადრულობს ადამიანი, რომელმაც ჯერრუსთავი 2“, მერემთავარი არხიდა შემდეგნაციონალური მოძრაობაგაძარცვა; ადამიანი, რომელსაც თვეში 85 ათასი ლარი - და ეს ყველაზე ნაკლები თანხა იყო - ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი, თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდა.

შემდეგ ესეც არ ეყო: ჯერ ბიძინას დავალებითმთავარი არხიდახურა, მერე კი ისევ იმ ადამიანებს მიადგა, ვინც მას ჩააცვა და ღალატის სანაცვლოდ 40 მილიონი აიღო. ახლა კი, როცა გაიშიფრა დათანამედროვე მერაბ კოსტავასნაცვლად - როგორც საკუთარ თავს უწოდებდა - დისკრედიტირებული საკუთარი თავი შერჩა, კარდაკარ დარბის და ამ ფორმით შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც 14 წელია უანგაროდ იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ.

მაშინაც უანგაროდ იბრძოდნენ, როცა გვარამია თვეში 85 ათას ლარს იღებდა ხელფასად. ( ეს ხელფასი, თორემ სხვა თანხებს კიდევ ვინ მოთვლის)

ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს. შენ ვინ უნდა იყიდო, უკვე ნაყიდი და გადმოფურთხებული ჰყავხარ ბიძინას“, - წერს წითლიძე.