აქტუალური
თბილისი, 27 სექტემბერი, საქინფორმი. სააგენტო „აპსნი პრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დღეს ახალი რუსული სასაზღვრო საგუშაგო გაიხსნება.
რუსული საგუშაგოს გახსნის შესახებ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო უსაფრთხოების სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა სერგეი კომარევცევმაც ისაუბრა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე იური ზვირიკი შეცვალა.კომარევცევის განცხადებით, რუსი მესაზღვრეები რუსულ-აფხაზური შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას კვლავაც გააგრძელებენ.