საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საანგარიშო პერიოდში უცხოელებმა საქართველოში ერთ მოგზაურობაში საშუალოდ 1.922,1 ლარი დახარჯეს
საქართველოში 2026 წლის მეორე კვარტალში უცხოელებმა მთლიანობაში 3 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 13,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, თანხის დიდი ნაწილი საკვებზე, სასმელსა და განთავსებაზე დაიხარჯა.
საანგარიშო პერიოდში უცხოელებმა საქართველოში ერთ მოგზაურობაში საშუალოდ 1.922,1 ლარი დახარჯეს, რაც 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 9,2%-ით ნაკლებია..
„საქსტატის" ცნობით, 2026 წლის აპრილ-ივნისში საქართველოს 1,7 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4,9%-ით მეტია.
ტურისტების უმეტესობა თბილისსა და აჭარას ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 5,48 ღამე გაათენეს.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 328,9 ათასი, რაც მთლიანი ვიზიტორების 25,1%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 16,9% ) და სომხეთი (10,8%).
რუსეთიდან უცხოელებმა 380,1 ათასი ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 287 ათასი, სომხეთიდან – 199,6 ათასი ვიზიტი.