უცხოეთი
პეტერ მადიარი - უნგრეთი, 44 წლის შემდეგ პირველად, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ ხურავს

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის, „პაკშის“ მუშაობა დღეს სრულად შეჩერდება დუნაიში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო.

მადიარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ატომური ელექტროსადგური 2 აგვისტოს მთლიანად გაითიშება - პირველად სადგურის 44-წლიანი არსებობის განმავლობაში.

„პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახურმა უნგრელებს მოუწოდა, უახლოეს მომავალში შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება, განსაკუთრებით საღამოს პიკის პერიოდში, საღამოს 17:00 საათიდან 22:00 საათამდე.

interpressnews.ge