საზოგადოება
თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთმა და ევროკავშირმა მუშაობა დაასრულეს ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომელშიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების პირობებია მოცემული. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება ჟენევიდან.
ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაძლოა, უკვე მომავალ კვირას მიიღონ.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე მსო-ში რუსეთის გაწევრების ალბათობა უმნიშვნელოა და, შესაბამისად, ეს მოლაპარაკებები, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ამასწინათ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მსო-ში წლის ბოლოსთვის შევა.