პროვოკატორებს, რომლებიც არტისტულ მონაცემებს ფლობენ და დავალებით პოლიტიკურ პროვოკაციებს აწყობენ, შეიძლება „ორიგინალური ჟანრის არტისტები“ ვუწოდოთ.
2001 წელს „ახალგაზრდა რეფორმატორებმა“ გადაწყვიტეს ძალაუფლებას ჩამოეშორებინათ შევარდნაძის პარტია „მოქალაქეთა კავშირი“, ამისთვის დადგეს ტელეჟურნალისტ სანაიას მკვლელობისა და პომპეზური დაკრძალვის სცენები (საქართველოს მთავარი ტაძრიდან, სადაც დღეს ილია მეორე განისვენებს). სანაიას წინასწარ გაუკეთეს „ხელისუფლების დაუნდობელი კრიტიკოსის ჟურნალისტის“ გიჟური პრომოუშენი, ხოლო ამ დადგმის მიზანი იყო საზოგადოებრივი აღშფოთების გამოწვევა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც, ვითომცდა, ჟურნალისტი „შეუკვეთა, რომელიც საქართველოში სიტყვის თავისუფლებას განასახიერებდა“! მახსოვს, მაშინ ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, დიდმა ქართველმა პოეტმა რეზო ამაშუკელმა თქვა: „იქამდე მივედით, რომ სამებაში ჰომოსექსუალს წესი ავუგეთო!“. „სიმართლისთვის მოკლული სანაიას“ „გაუხსნელი“ საქმიდან 2 წლის შემდეგ, ორიგინალური ჟანრის არტისტებმა, ყველაზე ნიჭიერის – მიშას ხელმძღვანელობით, თავიანთ მიზანს მიაღწიეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, დადგეს რა სპექტაკლი სახელწოდებით „ვარდების რევოლუცია“.
ამის შემდეგ ქართველ ხალხს ვარდები შესძულდა და ამ სიტყვის გაგონებაზე ჟრუანტელი უვლიდა. გარდა ამისა, ორიგინალური ჟანრის არტისტების წყალობით, ქართველ ხალხს ჟურნალისტებიც შესძულდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია საქართველოში გაყიდულობასთან, თავხედობასა და სისაძაგლესთან ასოცირდება, რადგან „ვარდების რევოლუცია“, რომელშიც მოსყიდული ბრბო მონაწილეობდა, მოაწყვეს ორიგინალური ჟანრის არტისტებმა არშემდგარი ჟურნალისტის, სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სხვა პროვოკატორების მეთაურობით, რომელიც მთელი თანამედროვე ქართული ტელეჟურნალისტიკის alma mater-ს წარმოადგენს. აი, რატომ მიჭირს საქართველოში ჟურნალისტების დასახელება და ნაძლევს დავდებ, რომ 99%, ვინც საქართველოში ჟურნალისტად იწოდება, ვერ უპასუხებს კითხვას – ვინ არიან ჟურნალისტები და რა მოვალეობები აქვთ ამ პროფესიის წარმომადგენლებს. მწერალ ჟურნალისტებზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია, ისე კი, შეიძლება რამდენიმე ადამიანი მოიძებნოს, რომელსაც საკუთარი აზრების გამოხატვა გინების გარეშე შეუძლია. დანარჩენები – დაბეჭდილი აკრედიტაციების მქონე მოსიარულე მიკროფონები არიან: გაუნათლებლები, მოკლე კაბებში და/ან კიდევ უფრო მოკლე ტვინით, რომლებსაც მხოლოდ ერთმანეთისთვის სიტყვის გაწყვეტა ასწავლეს – ოღონდაც დავალება შეასრულონ და რესპონდენტს მიკროფონი პირში ჩასთხარონ.
საქართველოში ბილწსიტყვაობა და გინება მიღებული არ იყო, ხოლო როცა ეს ხდებოდა, ის ქართველებს შორის დიდი მტრობის დასაწყისად იქცეოდა ხოლმე, როგორც მონტეკებსა და კაპულეტებს შორის. დღეს საჯარო სივრცეში ერთმანეთის ყველაზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით ლანძღვა ჩვეულებრივ ამბად იქცა – ორიგინალური ჟანრის არტისტებმა, პროვოკატორმა ჟურნალისტებმა, როგორებიც არიან გაბუნია და გვარამია, სანაია და ყველა ის, ვინც პირდაპირ ეთერში და სოცქსელებში იგინებოდა, ვინც აგინებდა ილია მეორესა და ღვთისმშობელს, ქართველ მეფეებსა და მწერლებს, საზოგადოება შეაჩვიეს გინებას, ბილწსიტყვაობას და საკუთარი მისამართით ლანძღვის მოთმენას! ხოლო ისინი, ვინც ამას არ არიან შეჩვეულნი, ან უნდა გაჩუმდნენ, ან ბილწსიტყვაობის ავტორს ისე უპასუხონ, როგორც საჭიროა – არა იგივე ბინძური გინებით, როგორც ბაზრის დედაკაცი, არამედ კაცურად – სილის გაწნით. ერთი ცდით გამოიცანით – ვინ ჩაჯდება მერე ციხეში ხულიგნობისთვის....
მიზანი – ისევე, როგორც 2001 წელს, საზოგადოებაში შფოთის, დაპირისპირების, ერთმანეთის მიმართ სიძულვილის დათესვაა და ამ ტალღაზე ხელისუფლების დამხობა – 2026 წელს ხელისუფლებაში მოსვლა. აი, ქართველ ახალგაზრდებში ტოტალური ნიჰილიზმის მიზეზი, რაც ყოველ საღამოს თბილისის ქუჩებში სროლით მთავრდება! დღეს ამ პროვოკაციულ კამპანიაში მონაწილეობს იმ მოკლული ჟურნალისტის ძმა, ასევე „ჟურნალისტი“ სანაია, უფრო ზუსტად კი – პროვოკატორი და ორიგინალური ჟანრის არტისტი, რომელიც ხელისუფლებას ლანძღავს, მათ შორის – სოციალურ ქსელებშიც. მაგრამ პირველი მაინც იყო დიდი ხნის განმავლობაში შარის მაძიებელი ორიგინალური ჟანრის არტისტი – „კავკასიის“ ყოფილი „ჟურნალისტი“ ელისაშვილი, რომელმაც პროვოკაციის მიზნით საქალაქო სასამართლოს გადაწვის სცენა მოაწყო. ამბობენ, რომ მას სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მაღალ თანამდებობას დაჰპირდნენ, არ ვიცი... ელისაშვილი თავისუფლებაზე ყოფნისას საკუთარ თავს კოდალას უწოდებდა – ფრინველს, რომელსაც ხეზე ნისკარტის მუდმივი კაკუნისგან თავი კარგად ვერ უმუშავებს. თუმცა, მე ყოველთვის კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი სიძულვილის ენასა და შეურაცხყოფას არა მარტო ადამიანების მიმართ, არამედ ფაუნის წარმომადგენლების, მათ შორის – კოდალების მიმართაც...
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2026 წლის 23 ივლისი
საქართველო, თბილისი