საზოგადოება
თბილისი, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 21 სექტემბერს გიორგი პაპუაშვილი მეორე ვადით აირჩია სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.
შარშან ოქტომბერში კონსტიტუციაში შეტანილი იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც ძალაში 2011 წლის იანვრიდან შევიდა, მოიხსნა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელი იყო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის ივლისში დედაქალაქიდან ბათუმში იქნა გადატანილი.