აქტუალური
ზუგდიდი. 20 სექტემბერი. საქინფორმი. 8 სექტემბერს გამოცხადებული კარანტინი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში კვლავ ძალაში რჩება. კარანტინის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ხობის საკრებულომ სოფელში გავრცელებული ჯილეხის გამო მიიღო. ქვემო ქვალონში ჯილეხით სულ 5 ადამიანი დასნებოვნდა და 20-მდე პირუტყვი დაეცა. დაავადებული ადამიანების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ისინი მკურნალობას საკუთარ სახლებში განაგრძობენ.