საზოგადოება
საქართველოსაც აქვს სურვილი, რუსეთი მსო-ში წლის ბოლომდე შევიდეს

kalandadzeთბილისი. 19 სექტემბერი. საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „რუსეთის მსო-ში მიმდინარე წლის ბოლომდე გაწევრებით მთელი რიგი სახელმწიფოები არიან დაინტერესებული და მათ რიცხვს განეკუთვნება საქართველოც“.

„რუსეთის გაწევრების შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმოქმედებს ის მოლაპარაკებებში, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით იმართება, რამდენად კონსტრუქციული იქნება და რამდენად შესწევს კომპრომისებზე წასვლის უნარი. თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციას აქვს უნარი, რუსეთი ცივილიზებული მოთამაშე გახადოს“, – განაცხადა კანლანდაძემ.

ამასთან, მან მოლაპარაკებებში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს საზღვრებზე ტვირთბრუნვის გამჭვირვალობას ეხება და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო უწყება, რუსეთისგან განსხვავებით, დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა მისი პოზიციაა, რომ მონიტორინგი საერთაშორისო თანამეგობრობამ  განახორციელოს.