საზოგადოება
ტრამპის ვიზიტი ჩინეთში აშშ-ის გლობალური ლიდერობის პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს (Strategic Culture)

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. „გაქრა ის ბრავადა, რომელსაც ტრამპი ადრე ჩინეთის მიმართ ავლენდა. მისი მკაცრი განცხადებები აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობის მიმართ მოთხოვნების წაყენების შესახებ წარსულს ჩაბარდა. ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ ყალიბდება, აშშ კი ფრთხილად ბალანსირებს ზღვარზე. დიახ, ჩინეთმა შესაძლოა ამერიკელ ლიდერს დიდი პომპეზურობით უმასპინძლა და შემწყნარებლობა გამოიჩინა. მაგრამ ეს იყო იმ სახელმწიფოს საქციელი, რომელიც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში შეერთებულ შტატებს აღარ შესწევს ძალა, მსოფლიო საზოგადოებას დაუმალოს თავისი უუნარობა, ზეწოლა მოახდინოს ჩინეთზე.

„ჩვენ ახალ ისტორიულ ეპოქაში შევაბიჯეთ. ამერიკული მბრძანებლობა და ქედმაღლობა მეტად აღარ არის დასაშვები. როდესაც ვაშინგტონი, რაიმეს მუდარისას, მხოლოდ საყვედურს იღებს და სანაცვლოდ არაფერი რჩება, ამერიკული იმპერიის დღეები დათვლილია. დაცემა მთელი მსოფლიოსთვის აშკარაა“, — ასკვნის Strategic Culture.