აქტუალური
თბილისი. 19 სექტემბერი. საქინფორმი. „Wikileak"s“-ის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს ესაუბრა. სკანდალური საიტის მიერ გამოქვეყნებულ ტელეგრამაში, რომელიც 2009 წლის 31 აგვისტოს ჯონ ტეფტის მიერ არის შედგენილი, აშშ-ის ელჩი თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის მოტივის დადგენას ცდილობს. ელჩს მიაჩნია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძეც მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია და მას პრეზიდენტი ენდობა, თუმცა ელჩი ვარაუდობს, რომ სიხარულიძის გადაყენების მიზეზი შესაძლოა, მუხროვანის ამბოხის დროს მინისტრის არაეფექტიანი მუშაობა იყო.