აქტუალური
აშშ-მა განათავსა ლაბორატორიები უკრაინაში, რადგან ეშინოდა საკუთარ ქვეყანაში ექსპერიმენტების ჩატარების!

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. შეერთებული შტატები თავის ბიოლაბორატორიებს საზღვარგარეთ, მათ შორის უკრაინაში ათავსებდა, რადგან აშშ-ის ტერიტორიაზე მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება მეტისმეტად სახიფათოა, განუცხადა „რია ნოვოსტის“ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა სირიაში, პიტერ ფორდმა.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ საზღვარგარეთ, მათ შორის უკრაინაში მდებარე 120-ზე მეტი ბიოლაბორატორიის გამოძიებას ჩაატარებს. გაბარდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იტყუებოდნენ მსგავსი ბიოლაბორატორიების არსებობის შესახებ და ემუქრებოდნენ მათ, ვინც სიმართლის თქმას ცდილობდა.

რისკი (კვლევებიდან. — რედ. შენიშვნა) მაღალი რომ არ ყოფილიყო, ბიოლაბორატორიები აშშ-ში იქნებოდა. არ იქნებოდა იმის საჭიროება, რომ ეს უკიდურესად სახიფათო ექსპერიმენტები სხვა ქვეყნებში გადაეტანათ. აშშ-ის კანონმდებლობა არ იძლევა ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი კვლევების ჩატარების უფლებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ზედმეტად სახიფათოა“, — აღნიშნა ექს-დიპლომატმა.

ამერიკული ბიოლაბორატორიების საფრთხის მტკიცებულებად ფორდმა მოიყვანა COVID-19-ის პანდემია, რომელიც დაიწყო აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიაში, სადაც ვირუსების სიკვდილიანობის ზრდას სწავლობდნენ.

რუსეთი არაერთხელ აცხადებდა, რომ აშშ აფინანსებს ბიოლოგიური იარაღის შექმნას და ათავსებს ათობით საკუთარ ბიოლაბორატორიას უკრაინაში, რითაც არღვევს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციას. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის (სსო) დაწყების შემდეგ, უკრაინიდან გატანილ იქნა ყველაფერი, რაც აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის გასაგრძელებლად იყო საჭირო.