პოლიტიკა
თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის წევრი თინა აკეტოფტი ესტუმრება.
ასევე შეხვედრები შედგება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე ირაკლი ფორჩხიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძესთან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ანჯეი თიშკიევიჩთან, წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირებთან. სტუმარი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ზონასაც დაათვალიერებს.
საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდება.