პოლიტიკა
თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებს 19 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიებები ტრადიციულად ალექსეევკის შვეულმფრენთა საავიაციო ბაზაზე იმართება.
სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო 1992 წლის 1 იანვარს შეიქმნა. 1993 წლის 10 აგვისტოს იგი მთავარ სამმართველოდ გარდაიქმნა. სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები 1998 წლის 18 აგვისტოს გაერთიანდა და მას სამხედრო-საჰაერო ძალები ეწოდა. 2010 წელს კი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამხედრო-საჰაერო ძალები სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი გახდა.
პირველი საბრძოლო გაფრენა იური ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ 1992 წლის 19 სექტემბერს განახორციელეს, რაც ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ დადგინდა.