გაზრდილ პენსიას საქართველოში 140 431 პენსიონერი ვერ მიიღებს
თბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. გაზრდილ პენსიას საქართველოში 140 431 პირი ვერ მიიღებს. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ. გაზრდილ პენსიას ვერ მიიღებენ II და III ჯგუფის ინვალიდები, ასევე, მარჩენალდაკარგული პირები. შესაბამისად, მომატებული პენსია მხოლოდ ასაკით პენსიონერებსა და I ჯგუფის ინვალიდებზე გაიცემა. სულ ქვეყნის მასშტაბით ასეთი 680 ათასი პენსიონერია. 15 სექტემბრიდან პენსიამ თბილისში – 10, რეგიონებში კი 20 ლარით მოიმატა და 100 ლარი შეადგინა.