პოლიტიკა
მონაკოს პრინცი საქართველოს ესტუმრება

princ_monakoთბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. მონაკოს პრინცის ვიზიტი საქართველოში 18 სექტემბერს იწყება.

ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად, მონაკოს პრინცი ალბერ მეორე რამდენიმე არაოფიციალურ შეხვედრასაც გამართავს და ქართულ კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობა.

ალბერ მეორე დედაქალაქის გარდა ბათუმს, მესტიასა და კახეთს ეწვევა.

ოლიმპიური თამაშების ხუთგზის მონაწილე ბაკურიანშიც ჩავა და 2010 წელს ზამთრის ოლიმპიადის დროს დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიაგებს პატივს.

ალბერ მეორე თბილისში  ოლიმპიური კომიტეტის ახალ შენობას გახსნის.