საზოგადოება
მოსკოვში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნის საღამო გაიმართება

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. მოსკოვში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო 23 მაისს გაიმართება.

ღონისძიება რუსეთის ქართველთა VI ფორუმის ფარგლებში ზურაბ წერეთლის ხელოვნების გალერეაში ჩატარდება.

საღამოს ორგანიზატორები არიან: რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭო და რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.

უწმინდესი და უნეტარესი სიონის საპატრიარქო ტაძარშია დაკრძალული.