პუბლიკაციები
ისტორიული სიმართლის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ასპექტი

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. დიადი გამარჯვების 81-ე წლისთავის წინ, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა ნ.მ. როგაშჩუკმა და რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა დ.ა. ოლისოვმა, დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებთან და მათი ოჯახის წევრებთან, პროექტ „ხსოვნის მატარებლის“ მონაწილეებთან საქართველოდან, აგრეთვე არაგულგრილ თანამემამულეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს კუკიის სასაფლაოზე არსებული სამხედრო მემორიალის ტერიტორიის კეთილმოწყობაში, რომელიც საქართველოში დიდი სამამულო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნეკროპოლია.

   საბჭოთა მეომრების დაკრძალვის ადგილებზე წესრიგისა და სისუფთავის ერთობლივად შენარჩუნება ჩვენი საერთო მოვალეობაა. ეს არა მხოლოდ იმ გმირების ხსოვნისადმი პატივისცემის აქტია, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს მშვიდობა და გვიხსნეს ჩვენ და ჩვენი შთამომავლები XX საუკუნის ყავისფერი ჭირისგან, არამედ ისტორიული სიმართლის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ასპექტიცაა.