საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. მაისის ბოლომდე გაღრმავდება კომუნიკაცია ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული გეგმები არსებობს.
„მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ კონკრეტული მიმართულებებით. კომუნიკაცია შედგება. რა, როგორ, ამაზე დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ნახავთ, რომ მაისის ბოლომდე გაღრმავდება კომუნიკაცია ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.
კითხვას: „აპრილის ბოლომდე იყო ვადა, კახა კალაძემ განაცხადა ეს“, პრემიერმა უპასუხა:
„მე არ დამიწესებია ეს ვადა, ვერ გეტყვით. არ ვიცი, კონკრეტულ კონტექსტში შეიძლება თქვა კახა კალაძემ ეს ყველაფერი. მე ასეთი ვადა არ მითქვამს. კონკრეტული დღის წესრიგი გვაქვს ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული, არაერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვამბობ მაისის თვეს. აპრილი არ მითქვამს, მაისს გეუბნებით“.