საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სულ 1.28 მილიარდი ლარის ღირებულების 12,835 იპოთეკური სესხი გასცეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 34%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 20%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წელს გაცემული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 99.6 ათას ლარს აღწევს, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემული იპოთეკების საშუალო ღირებულება 89.5 ათას ლარს შეადგენდა. ეს მატება განპირობებულია ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდით, ასევე თანამონაწილეობის კოეფიციენტის შემცირებით. კერძოდ კი, გასული წლის გაზაფხულიდან შემცირდა თანამონაწილეობის კოეფიციენტი 15%-დან 10%-მდე, რაც უფრო დიდი ზომის კრედიტის აღებას ხდის შესაძლებელს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2026 წლის მარტში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.88% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.45 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
bm.ge