პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არ ცხრება ინტერესი, საქართველოში სცადონ რევოლუციის მოწყობა

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. გვარები იცვლება, მაგრამ არ ცხრება ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სცადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა. ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად და ასეთი მცდელობების წარმატებას არ დაუშვებს.

ოპოზიციას ამის უარყოფა რომ უწევდა, ესეც მეტყველებს, რა არის ამ ყველაფრის უკან. ამის უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში როგორც არ გამოუვიდათ, ასე არ გამოუვათ მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.