საზოგადოება
თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა აუქციონებზე გაყიდვის უშედეგო მცდელობის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის წესით გაიყიდა (სავარაუდოდ, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად). მთავრობის გადაწყვეტილებით, შენობის ახალი მფლობელი კომპანია „სითი ლოფტი“ გახდა.
ეკონომიკის სამინისტრომ რამდენჯერმე გამოაცხადა აუქციონი „სამშობლოს“ შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ განაცხადების არარსებობის გამო დღემდე ვერ შეძლო მისი გაყიდვა.
სამინისტრო ობიექტის აუქციონზე გაყიდვას ბოლოს ა. წ. 18 ივლისს შეეცადა. მაშინ ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 16 მილიონ 200 ათასი ლარი იყო. ახლა კი „სამშობლოს“ შენობა კომპანია „სითი ლოფტიმ“ ჩაიდგო ხელში, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ იგი ერთი კვირის წინ - 2011 წლის 8 სექტემბერს დაფუძნდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ შენობის შესყიდვისთვის, რომლის კედლები მოწმეა უზარმაზარი ადამიანური წუხილის, ცრემლისა და ხელისუფლების დანაშაულის!