აქტუალური
თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს. ამის დასტურად კი დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების (DPO III)“ დაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა.
აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ასად ალამმა. ჯერჯერობით უცნობია, რას მოახმარს საქართველოს მთავრობა ამ საკმაოდ მსუყე ლუკმას.
შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლებში საქართველომ ამავე პროგრამის პირველი (DPO I) და მეორე (DPO II) ტრანშის ფარგლებში 90 მლნ და 51 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი დაფინანსება მიიღო.