საზოგადოება
თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტია ითხოვს დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოსახლეობის ინტერესებს, ვინაიდან, თბილისელებს დღეს 2-ჯერ და, ხშირ შემთხევაში, კიდევ უფრო მეტად გაზრდილი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე ეს იყო ძველი წესით გადახდისას. პარტია „თავისუფალი საქართველო“ ითხოვს, აღდგეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის აქამდე არსებული წესი და ტარიფი განისაზღვროს ერთ სულზე თვეში 1.5 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტია ამ ინიციატივას თბილისის საკრებულოს უახლოეს მომავალში წარუდგენს.