საზოგადოება
თბილისი. 14 სექტემბერი. საქინფორმი. სულ რამდენიმე წუთია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ტყეშელაშვილმა შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს წარუდგინა. ტატიშვილმა თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი შეცვალა.
რაც შეეხება ზურაბ არსოშვილის სამომავლო საქმიანობას, გავრცელებული და ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის მოადგილედ დაინიშნება.
ზურაბ არსოშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2010 წლის ივლისიდან მუშაობდა.