რელიგია
ვეჯინში VII-VIII საუკუნეების წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია დაინგრა

samnaviani_bazilikaგურჯაანი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ამაღლების სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია დაინგრა.

VII-VIII საუკუნეებით დათარიღებული ეკლესია სამნავიანი ბაზილიკური ტიპისაა. სალოცავს კედლები და სახურავი ჩამოენგრა. ეკლესიის ნანგრევებიღა შემორჩა. სალოცავს მხოლოდ ერთი კედელი აქვს და ისიც, ალბათ, მალე დაინგრევა. ამ საკითხით ჯერ არავინ დაინტერესებულა. სალოცავი სერიოზულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს“, – აცხადებს სოფელ ვეჯინის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გურამ ჭანყოშვილი. გურჯაანის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი კი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.