საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა. დანარჩენი დამოკიდებულია ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით.
„ჩვენი შეთავაზება, იცით, რაც არის. ჩვენ აშშ-ს ვთავაზობთ სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას. ეს განაცხადი საჯაროდ გაკეთდა და ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა. დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.