პუბლიკაციები
რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში: „ჩვენი ფიქრები ირანელ ხალხთანაა“

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. 2026 წლის 6 მარტს საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა მიტრი ოლისოვმა ჩანაწერი დატოვა სამძიმრის წიგნში, რომელიც ირანის საელჩოში გაიხსნა ირანის უზენაესი ხელმძღვანელის ალი ხამენეის, მისი ოჯახის წევრების მკვლელობასა და სხვა მრავალრიცხოვან მსხვერპლთან დაკავშირებით:

   „საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის სახელით და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ ყველაზე ღრმა სამძიმარს ირანელი ხალხის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის, მისი ოჯახის წევრებისა და მრავალი უდანაშაულო მოქალაქის ცინიკურ მკვლელობასთან დაკავშირებით. დაზარალებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ჩვენი ფიქრები ირანელ ხალხთანაა“.