სამართალი
„კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ ძირკოკის მოსახლებას დამატებითი გადასახადი დააკისრა
denis_anzaგურჯაანი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში 18 ოჯახს „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ ინდივიდუალურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა დამატებით 118 ლარის გადახდა დააკისრა. მოსახლეობისთვის გაუგებარია, უბანში ამ ოდენობის დანაკარგი რამ გამოიწვია. „დავუკავშირდით „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ ქვითარზე მითითებულ ნომერზე, მაგრამ გვითხრეს, რომ რაც დაგვერიცხა, კანონიერია და თუ არ გადავიხდით, ელექტროენერგიას გაგვითიშავენ. ისიც არ ვიცით, მართლა გაიხარჯა ამ უბანში ამდენი ელექტროენერგია თუ თანხა ტყუილად მოგვაწერეს. თუ გაიხარჯა, მაშინ თვითონ გამოავლინონ, ვინ იპარავს ელექტროენერგიას და დასაჯონ“, – აღნიშნეს ძირკოკის მცხოვრებთ. „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ განაცხადეს, რომ სოფელ ძირკოკში ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ არის და თანხის ამოღება საუბნო მრიცხველის ჩვენებით ხდება.