რელიგია
თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს სპეციალური მოწვევი, 22-26 სექტემბერს თბილისს კვიპროსის ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ხრიზოსტომოს მეორე ეწვევა.
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვლადიმერ კონსტანტინიდის, განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის ეკლესიის მეთაური შეხვედრებს გამართავს როგორც საქართველოს საპატრიარქოსა და წმიდა სინოდის წარმომადგენლებთან, ისე ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან. „განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ღალიის მონასტრის კონსერვაციის პროცესი და ამავე დაბაში დაგეგმილი ახალი ქართული ეკლესიის მშენებლობის საკითხები იქნება“, – განაცხადა კვიპროსში საქართველოს ელჩმა. მისივე თქმით, ღალიის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ქართული ტაძრის მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.