უცხოეთი
ალი ლარიჯანი - ტრამპი დაფიქრდეს, 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედროს დაღუპვის შემდეგ, სლოგანი კვლავ „ამერიკა პირველ რიგშია“ თუ „ისრაელი პირველ რიგში”? - ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილი ძვირად დაგიჯდებათ

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის მტკიცებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

“ტრამპმა ნეთანიაჰუს ბოროტი იმპულსებით ამერიკელი ხალხი ირანის წინააღმდეგ უსამართლო ომში ჩაითრია. ახლა დაფიქრდეს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემდეგ, სლოგანი კვლავ „ამერიკა პირველ რიგშია“ თუ „ისრაელი პირველ რიგში“?“, - წერს ლარიჯანი X-ზე.

მისი თქმით, „ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა“.

„იმამ ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილი ძვირად დაგიჯდებათ“, - აცხადებს ალი ლარიჯანი.

interpressnews.ge