საზოგადოება
რა ღირს საწვავი კავკასიის რეგიონის ქვეყნებში

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. კავკასიის რეგიონის ქვეყნებში საწვავის ფასები, ხარისხისა და წარმომავლობის მიხედვით, მკვეთრად განსხვავებულია. მწარმოებელ სახელმწიფოებში ბენზინი და დიზელი საკმაოდ იაფადაა ხელმისაწვდომი, ხოლო იმპორტიორ ქვეყნებში ნავთობპროდუქტების ღირებულება შედარებით მაღალი და თან მერყევია.

ქვეყნების მიხედვით ლიტრი საწვავის ფასი რეგიონის ქვეყნებში ასეთია:

საქართველო

A-92 ბენზინი: 0.98 ევრო,

A-95 ბენზინი: 1.01 ევრო,

A-98 ბენზინი: 1.14 ევრო,

დიზელი: 1.00 ევრო;

აზერბაიჯანი

A-92 ბენზინი: 0.57 ევრო,

A-95 ბენზინი: 0.83 ევრო,

A-98 ბენზინი: 1.19 ევრო,

დიზელი: 0.52 ევრო;

სომხეთი

A-92 ბენზინი: 1.08 ევრო,

A-95 ბენზინი: 1.15 ევრო,

A-98 ბენზინი: 1.53 ევრო,

დიზელი: 1.13 ევრო;

თურქეთი

A-92 ბენზინი: 1.01 ევრო,

A-95 ბენზინი: 1.10 ევრო,

A-98 ბენზინი: 1.11 ევრო,

დიზელი: 1.08 ევრო;

რუსეთი

A-92 ბენზინი: 0.63 ევრო,

A-95 ბენზინი: 0.68 ევრო,

A-98 ბენზინი: 0.89 ევრო,

დიზელი: 0.76 ევრო;

შედარებისთვის, ევროპის მასშტაბით A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი საშუალოდ 1.46 ევროს შეადგენს, ხოლო ლიტრი დიზელის ფასი საშუალოდ 1.39 ევროს ფარგლებშია, რაც კავკასიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.