უცხოეთი
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ-ისა და ისრაელის 60 სტრატეგიულ სამიზნესა და 500 სამხედრო ობიექტს დაარტყეს

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი"ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ-ისა და ისრაელის 60 სტრატეგიულ სამიზნესა და 500 სამხედრო ობიექტს დაარტყეს.

„ომის დაწყებიდან შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ისა და სიონისტური რეჟიმის 60 სტრატეგიულ სამიზნესა და 500 სამხედრო ობიექტზე თავდასხმა განახორციელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანმა 700-ზე მეტი დრონი და ასობით რაკეტა გამოიყენა.

interpressnews.ge