რელიგია
ხობი. 13 სექტემბერი. საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ხობის რეზიდენციის გახსნა ხობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში არ მოხდება. ამის შესახებ საქინფორმთან საუბარში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ განაცხადა. ხობის მთავრობის ინფორმაციით, რეზიდენციის გახსნა ფესტივალისთვის ვერ მოესწრო და, სავარაუდოდ, ერთი თვით გადაიწევს.
შეგახსენებთ, რომ ხობის მეგრული სიმღერების ფესტივალი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. მას წელს საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი მიენიჭა. ფესტივალი 16, 17 და 18 სექტემბერს ხობში გაიმართება. მის ფარგლებში არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.
ხობში მეგრული სიმღერების ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდება. ღონისძიება რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას პატრონაჟით ტარდება.