პუბლიკაციები
ქსენოფობიის მინისტრი რურუა ქართულ-სომხურ შუღლს მეორედ თესავს!

dedaღრმად პატივცემულო მკითხველებო! ამ პუბლიკაციის სათაური არ არის სკანდალური ჟურნალისტური ტრიუკი. ყველაფერი, რაზეც აქაა საუბარი, მხოლოდ ფაქტებია, რომლებიც, როგორც იცით, ჯიუტი რამაა...

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც 2011 წლის 16 მაისს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ გამოაქვეყნა სსრ კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტის, სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის – რობერტ სტურუას, ექსკლუზიური ინტერვიუ – „ჩვენ, ხალხმა, ვიცით სიმართლე, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემასავით ოსტატურად მალავს სიცრუის ქვიშაში თავს!“ – სადაც სტურუამ საკუთარი აზრი გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეთნიკურად სომხურ წარმომავლობაზე, ხელისუფლებამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას სახით, ის ქსენოფობად გამოაცხადა და 3 თვის შემდეგ – 2011 წლის 9 აგვისტოს, ხსენებული მინისტრის ბრძანებით, სტურუა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. „იდეოლოგებს“ – ამ პროვოკაციული გადაწყვეტილების ავტორებს, როგორც ჩანს, ამით სურდათ ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების სერიოზული გამწვავება. თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ – მინისტრ რურუას ამ მცდარმა ბრძანებამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია, ხოლო საქართველოში ყველაზე მოკლე ქართული ანეკდოტი შვა: „რურუამ მოხსნა სტურუა!“

თუმცა, როგორც საქინფორმი აღნიშნავს, მინისტრი რურუა არა მარტო ეროვნული, არამედ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველიცაა და  ქართველებსა და სომხებს შორის ნაციონალური შუღლის დათესვას პირველად კი არა, უკვე მეორედ ცდილობს! ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ 2009 წლის 30 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა პუბლიკაცია: „არნო ხიდირბეგიშვილი: „ქართვლის დედა“ ტრანსსექსუალად გამოაცხადეს და... ჯოჯოხეთში გაამწესეს!“ საიდანაც გთავაზობთ ფრაგმენტს მცირედი შესწორებებით.

 

არნო ხიდირბეგიშვილი: „ქართვლის დედა“ ტრანსსექსუალად გამოაცხადეს და... ჯოჯოხეთში გაამწესეს!deda2

ძვირფასო მკითხველო! უპირველესად, მინდა, ბოდიში მოგიხადოთ და ვაღიარო, რომ მე, როგორც ქართველს, ამ სტრიქონების წერა მიმძიმდა, მრცხვენოდა და ზიზღს მგვრიდა...

დახედეთ N1 ფოტოს: თქვენ წინაშეა არა პათოლოგიური დეგენერატის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი, არამედ – საქართველო-სომხეთის თანამშრომლობისა, რომელმაც ერევნელ მაყურებელში ბობოქარი წარმატება მოიპოვა – ვ. ა. მოცარტის ოპერა „დონ ჟუანის“ თანამედროვე დადგმის ბოლო სცენა ერევნის ა. სპენდიაროვის სახელობის ნაციონალურ საოპერო თეატრში, რომლის პრემიერაც 2009 წლის 30 ივლისს შედგა.

ერევნელებისა და ქართველი სტუმრების წინაშე კომანდორის როლშიქართვლის დედა წარდგა (ქანდაკება, რომელიც თბილისის პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია, რომელმაც ქართველი ხალხის საყოველთაო სიყვარული მოიპოვა და დიდი ხანია, გვევლინება საქართველოს ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ), რომელიც ფინალში რაკეტად იქცევა და ჯოჯოხეთში მიფრინავს მუცელში ემბრიონითცოდვიანი სიყვარულის ნაყოფით... (?!)

კითხვა: რა უნდა ეგრძნო ჭეშმარიტ ქართველს (რომლისთვისაც დღემდე უდიდესი შეურაცხყოფაა დედის შეგინება!), როცა ქართველი ქალის სიმბოლოდედის, მეუღლის, დისწარმოდგენილია ან დაბადებით ტრანსსექსუალად, ან მტკიცე ტრანსგენდერ-შიმეილად, ანდა სქესშეცვლილ ჰომოსექსუალად, რომელიც სხვა ტრანსსექსუალისგან დაფეხმძიმდა?! რა სექსუალური ორიენტაციისანი იყვნენ ერევნის ოპერის დარბაზში პრემიერაზე დამსწრე სტუმრები საქართველოდან?! და რატომ უკრავდნენ ტაშს, როცა საქართველო, საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოს სახით, ჯოჯოხეთში ჩაინთქა (რამაც, რატომღაც, წარმოუდგენლად გაახარა სომხები)?!

აქვე დავაზუსტებ: არა, ეს არ არის „ჯავახკებისა“ და „ვირქების“ მორიგი ოინი, რომლებიც ჯავახკის (საქართველოს რეგიონი სამცხე-ჯავახეთი) ავტონომიას ითხოვენ, ან სომხეთის პრეზიდენტის იდეა, რომელიც რეკომენდაციას იძლევა – სომხურ ენას რეგიონულის სტატუსი მივანიჭოთ და საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესია დავარეგისტრიროთ, ანდა სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ფანტაზიები, რომლებიც სომხური ეკლესიებისა და სხვა რელიგიური, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დაბრუნებას ითხოვენ!

სამწუხაროდ, ეს სირცხვილი და თავისმოჭრა ჩვენივე უღირსი თანამემამულეების, ეროვნებითა და წარმოშობის ფაქტით ქართველების დამდგმელი რეჟისორის, მხატვარ-გამფორმებლისა და კოსტუმების მხატვრის, ვინმე ინგა გაჩეჩილაძის, მისი „შემოქმედებითი ჩანაფიქრით“ მოხიბლული კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის – ნიკოლოზ რურუას და მათი ღირსეული კოლეგების ნახელავია! და მერე გვიკვირს, რომ სომხები ითხოვენ ავტონომიას, ეკლესიებს, ტერიტორიებს... გასაოცარი აქ რა არის?! ვის უნდა საქართველოსთან ერთად, კომანდორის მსგავსად (ზემოხსენებული ავტორების თეატრალური მოქმედების ვერსიით), ჩაინთქას ჯოჯოხეთში?!

საქმე ისაა, რომ ოპერის ერთობლივი ქართულ-სომხური დადგმის იდეა ქართულ მხარეს ეკუთვნის: ხელი მოეწერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვისა და სომხეთის კულტურის სამინისტროს შეთანხმებას საქართველოში ყველასათვის უცნობი ქართული ფონდი „რედ ლებისა“ და ერევნის საოპერო თეატრის ხელშეწყობით, რომლის მიხედვითაც ქართულმა მხარემ იტვირთა დადგმა, რეჟისურა, სცენოგრაფია და გაფორმება (დეკორაცია, ბუტაფორია), ხოლო სომხურმა – მუსიკალური ნაწილი: მთელი შემოქმედებითი შემადგენლობა (მომღერლები, ორკესტრი, დირიჟორი).

„დონ ჟუანის“ ქართულ-სომხური ავანგარდული დადგმით შეჯამდა საქართველოს კულტურული სეზონი სომხეთში. ახლა კი წარმოდგენას ინიციატორი ქვეყნის დედაქალაქ თბილისში გასტროლებისას აჩვენებენ. და თუმცა სომხეთის კულტურის სამინისტრო, დაუსახელებელი წყაროს ცნობით, ძალიან კმაყოფილია გარკვეული რისკის შემცველი ამ ექსპერიმენტით, უცნობია, როგორ შეხვდებიან ამ ექსკრემენტს“ თბილისში, განსაკუთრებით მაშინ, თუ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფასადს იმავე საზიზღარი აფიშით დაამშვენებენ, რომელიც ერევანში იყო გამოკრული: ქალის ტორსში ნარნარად გარდამავალი მამაკაცის გაჩაჩხული ფეხები, რომელთა ქვეშ ვარდისფერი მოწყვეტილი ნაყოფის, ანუ ცოდვიანი სიყვარულის ნაყოფის გროვაა!..(იხ. ფოტო N2). 

მინდა, წინასწარ გავაფრთხილო ამ გასტროლების ორგანიზატორები: საბედნიეროდ, გორგასლის მიწაზე კიდევ დარჩნენ ნამდვილი მამაკაცები, ამიტომ ეს ნომერი თბილისში არ გაუვათ!

(მთლიანად წაიკითხეთ http://geworld.net/society/392.html).

 

P. S. როგორც ხედავთ, ძვირფასო მკითხველებო, ორი წლის შემდეგაც თითქმის არაფერი შეცვლილა: ისევ ქსენოფობიის მინისტრი რურუა, ისევ თეატრი (მაშინ – სპენდიაროვის საოპერო, დღეს – რუსთაველის დრამატული), ისევ საქართველო და ქართველები (მაშინ – „ქართვლის დედა“, დღეს – რობერტ სტურუა), რომლებსაც რურუა დემონსტრაციულად ამცირებს სომეხი საზოგადოებრიობის წინაშე...

თუმცა ერთი რამ მაინც შეიცვალა: მაშინ, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის წყალობით, რომელიც გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ დაბეჭდილმა აღნიშნულმა პუბლიკაციამ გამოიწვია, „დონ-ჟუანის“ პრემიერა თბილისში არც 2009 წელს და არც შემდგომ მართლაცდა არ შედგა, დღეს კი ქართველმა საზოგადოებამ სტურუა ვერ დაიცვა ისევ იმ „კადრსმიღმა“ დარჩენილი იდეოლოგ-პროვოკატორების გასახარად, რომელთაც ორი მოძმე ხალხის ერთმანეთთან წაკიდება სურთ შორსმიმავალი პოლიტიკური მიზნების გამო – კიდევ უფრო დააქუცმაცონ საქართველო, რათა უფრო ადვილად მოახდინონ დარჩენილი ტერიტორიის ინტეგრირება ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ბლოკში. 

 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“