სამართალი
საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.
გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც.
როგორც სუს-ში აღნიშნეს, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებოდნენ.