აქტუალური
რასმუსენი თბილისს 9-10 ნოემბერს ეწვევა

rasmuseni22თბილისი. 12 სექტემბერი. საქინფორმი. ამის შესახებ ამბასადორიალის დაწყების წინ ჟურნალისტებს ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გრიგოლ მგალობლიშვილმა განუცხადა, რომლის ინფორმაციით, ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებიც ეწვევიან.

„ძალზე აქტიური წელი იწყება. უახლოეს ხანებში იგეგმება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში, რომლის შემადგენლობაში იქნება ნატოს გენერალური მდივანიც და ამბასადორიალზე ჩვენ საუბარი სწორედ ამ საკითხზე გვექნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დინამიკურად და წარმატებულად მიმდინარეობს“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

მისივე თქმით, უკვე მომავალი წლის დასაწყისისთვის აშშ-ში ნატოს სამიტი იგეგმება.