უცხოეთი
ეუთო-ში აცხადებენ, რომ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ეუთო-ს ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს.

„საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას. 24 თებერვლამდე ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია moscowmechanism-georgia@odihr.pl-ზე“, – აღნიშნულია ეუთო-ს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 29 იანვარს საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.

1tv.ge