საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, 10 თებერვალს – დიპლომატიური მუშაკის დღეს – საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლებმა, მისიის ხელმძღვანელის, დ.ა. ოლისოვის თაოსნობით, მონაწილეობა მიიღეს გამორჩეული რუსი დიპლომატისა და მწერლის ა. ს. გრიბოედოვის ძეგლის ყვავილებით შემკობის ცერემონიაში.
ალექსანდრე გრიბოედოვი უნიკალური ისტორიული ფიგურაა, რომელშიც ერთი მხრივ განსაკუთრებული სიღრმითა და განუყოფლად არის გადაჯაჭვული რუსული პატრიოტიზმი და სამსახურებრივი მოვალეობისადმი ერთგულება, ხოლო მეორე მხრივ — საქართველოს სილამაზისადმი გულწრფელი სიყვარული და აღფრთოვანება. დიპლომატისა და ლიტერატორის პროფესიული გზა და დრამატული პირადი ბედი განასახიერებს იმ მჭიდრო კულტურულ, სულიერ და ოჯახურ კავშირებს, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს.